განათლების მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაბრუნდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა, შესაბამის ბრძანებას ხელი, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს მოაწერა.

მიხეილ ჩხენკელი დღემდე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იყო განათლების საკითხებში, 2017-2018 წლებში კი – განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მანამდე კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი.

მიხეილ ჩხენკელს აქვს დოქტორის სამეცნიერო ხარისხი და არის აშშ-ის უნივერსიტეტების პროფესორთა ასოციაციის წევრი.