გარდაბანში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო. როგორც tv4-ისთვის გახდა ცნობილი, იუსტიციის სახლის მშენებლობა 2020 წლის აგვისტოს ბოლომდე დასრულდება.
შეგახსენებთ,მოსახლეობას სერვისების მისაღებად სიარული რუსთავის იუსტიციის სახლში უწევდა.
2016 წელს, საპარლამენტო არჩევნების წინ, გარდაბნის მაჟორიტარ კანდიდატს, სავალან მირზოევს მოსახლეობა სხვა პროექტებთან ერთად, იუსტიციის სამინისტროსთან შუამდგომლობას სთხოვდა, რათა იუსტიციის სახლი გარდაბანშიც აშენებულიყო.