გარდაბნის თბილსრესში საპროტესტო აქცია გრძელდება. თბოელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დასაქმებულები დილიდან იმყოფებიან და ხელფასების 50%ით მატებას ითხოვენ.
მათი განცხადებით, თბილსრესის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მაისში მიმდინარეობდა. მაშინ დაპირება მიიღეს, რომ ხელფასის მატება სექტემბრიდან მოხდებოდა ,თუმცა პირობა არ შესრულდა.
აქციის მონაწილეებს პროფკავშირების წარმომადგენელი შეხვდა,რომელიც დღის მეორე ნახევარში ადმინისტრაციას შეხვდება და დასაქმებულების მოთხოვნებს გააცნობს.
თბილსრესი სარეზერვო რეჟიმში მუშაობს, რაც შეეხება დასაქმებულებს, ისინი სამუშაო პროცესში ჩართვას იმ დრომდე არ აპირებენ, ვიდრე მათი მოთხოვნების არ დაკმაყოფილდება.
სადგურის ხელმძღვანელობის პოზიცით, ანაზღაურების გაზრდა სემეკის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. თუ სემეკი არ გაზრდის ელექტროენერგიის ტარიფიკაციას, დასაქმებულებისთვის ხელფასების ზრდა ვერ მოხერხდება. იმ შემთხვევაში თუ სემეკი ქარხანას ტარიფებს გაზრდის, თანამშრომლების ხელფასებიც მოიმატებს.
ადმინისტრაციაში ამბობენ,რომ სემეკთან მოლაპარაკებების წარმოება იგეგმება.
აღსანიშნავია,რომ დასაქმებულების შრომითი ანაზღაურება 400-დან-800 ლარამდე მერყეობს, თუმცა საწარმოს მიერ დადგენილი მიზანშეწონილი საშუალო ხელფასი 1790-ლარი იყო განსაზღვრული.