გარდაბნის თბოელექტროსადგურის, ,,თბილსრესის“ გაფიცულ მუშებსა და ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. მოლაპარაკების პროცესს საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირების თავმჯდომარე, ამირან ზენაიშვილიც ესწრებოდა.
დირექციასთან შეხვედრის შემდეგ, მუშებმა განაცხადეს, რომ ხელმძღვანელობა ხელფასების გაზრდას მხოლოდ 15-20%-ით დაპირდათ, რაც შეეხება მათ მოთხოვნას ხელფასების 50%-იანი გაზრდის შესახებ, არ დაკმაყოფილდება.
საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირების თავმჯდომარე ამირან ზენაიშვილი აცხადებს, რომ მუშებს გარკვეული მოთხოვნები აქვთ შრომის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებითაც.
გარდაბნის თბოელექტროსადგურში, ამ დროისთვის 200-მდე დასაქმებულია გაფიცული, ისინი სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას მანამდე არ აპირებენ, სანამ შრომითი ანაზღაურება 50%-ით არ გაეზრდებათ.