გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა აგროსექტორთან დაკავშირებული პროექტები ადგილობრივ ფერმერებსა და მეწარმეებს გააცნეს. პრეზენტაცია გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარბაზში გაიმართა. ა(ა)იპ. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა აუდიტორიას მიმდინარე პროექტები წარუდგინეს და აგროსფეროსთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხეს.
საინფორმაციო შეხვედრის მიზანს ადგილობრივი მეწარმეებისა და დაინტერესებული პირებისთვის აგროსექტორთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება და ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა. ღონისძიებას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს უფროსი გერონტი სივსივაძე უძღვებოდა. საინფორმაციო შეხვედრა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივით რეგიონის მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში იმართება.