გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ საცხენისში მოსახლეობა წყალს 24 საათიან რეჟიმში მიიღებს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ საცხენისის 250 ოჯახს რამდენიმე ათეული წლის შემდეგ სასმელი წყლით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტმა პროექტი დაასრულა ,შესაბამისად ადგილობრივი მოსახლეობა წყალს 24 საათის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიიღებს.

როგორც tv4-ს გარდაბნის მერიის შესაბამის სამსახურში განუცხადეს, სამშენებლო სამუშაოები შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „დიდგორმა“ შეასრულა.

სახელშეკრულებო თანხამ 488,790 ლარი შეადგინა.