გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,26 ნოემბერს საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება . ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
27-28 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია მცირე წვიმა, მაღალმთაში თოვლი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +14, +19, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება.