გიორგი გახარია პატრიარქს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდა.

შეხვედრა საპატრიარქოში გაიმართა, სადაც პრემიერმა, დაახლოებით, 10 წუთი დაჰყო.

გიორგი გახარიამ ტერიტორია მედიასთან კომენტარის გარეშე დატოვა.