დავით გარეჯის ქუჩაზე,აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

დავით გარეჯის ქუჩის მცხოვრებლებს ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდული აქვთ. ამის შესახებ tv4-ს მოქალაქემ აცნობა. მისივე ინფორმაციით,ელექტროენერგია გარეჯის ქუჩაზე 15:00 საათზე შეიზღუდა და ამ დრომდე არ აღდგენილა.

როგორც tv4-ს კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიაში” განუცხადეს, შუადღის საათებში ელექტროენერგია ავარიულად ტრანსფორმატორის დაზიანების გამო გაითიშა, სამუშაოების შემდეგ დენის მიწოდება აღდგა,თუმცა დაზიანება ხელმეორედ დაფიქსირდა ,რის გამოც ახალი ტრანსფორმატორის დამონტაჟება გახდა აუციელებელი. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს დაახლოებით 2 საათში აღუდგებათ.