“დაიბრუნე შენი ქუჩები” – რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში გარბენი მოეწყო

რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში გარბენი მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა რუსთაველმა მოზარდებმა და მოქალაქეებმა მიიღეს.

“დაიბრუნე შენი ქუჩები”- ამ მთავარი ლოზუნგის გარშემო ღონისძიების ორგანიზატორები და მონაწილეები გაერთიანდნენ. აქტივობა ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ტარდება.

პროექტი რუსთავში სხვადასხვა უწყებების, მათ შორის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინიციატივით და  რუსთავის მერიის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელშეწყობით განხორციელდა.