დღეს სამებაში ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართება

სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა საყოველთაო ნათლობა დღეს,24 ნოემბერს ჩატარდება.

ნათლობა დღის მეორე ნახევარში, 17:00 საათზე დაიწყება. 20:00 საათისთვის სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი ილია მეორე მიბრძანდება და ნათლულებს დალოცავს.

ცნობისთვის, საყოველთაო ნათლობა 61-ედ იმართება. პატრიარქს 39 ათასამდე ნათლული ჰყავს.