“ევროპულმა საქართველომ” ცოცხზე ბიძინა ივანიშვილის ფოტო დაამაგრა

“მმართველო პარტია ,ოპოზიციის კითხვებს ცოცხებით პასუხობს”-ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნინო იმედაშვილმა tv4-თან საუბრისას  განაცხადა.

იმედაშვილმა  კომენტარი “ევროპული საქართველოს” რუსთავის ოფისზე გაკრული ცოცხის საპასუხოდ გააკეთა და ცოცხს ბიძინა ივანიშვილის ფოტო მიამაგრა.

ოპოზიციური პარტიის რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელი,  ქმედებას რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატს პაატა მხეიძის უკავშირებს და აცხადებს,რომ  აღნიშნული ქმედება  “ოცნების” მხარდამჭერებმა რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან გამართული აქციების საპასუხოდ ჩაიდინეს.

შეგახსენებთ, უცნობმა პირებმა კოსტავას N4-ში ,,ევროპული საქართველოს” რუსთავის ორგანიზაციის ოფისთან ცოცხი მიიტანეს და  ოპოზიციური პარტიის რუსთავის ოფისზე გააკრეს.