ეკოლოგიური პრობლემები რუსთავში-მაჟორიტარმა საკითხი სამთავრობო განხილვის დონეზე დააყენა

რუსთაველებისთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი-საწარმოები და ეკოლოგიური პრობლემები ქალაქში. რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბეგაძე ოფიციალური წერილით პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართავს.  დეპუტატის განმარტებით, შესაბამისი კომიტეტისა და უწყებისგან კანონმდებლობის ფარგლებში,შედეგზე ორიენტირებული ქმედებების მაქსიმალურად სწრაფად განხორციელებას  და კანონმდებლობაში გარემოზე ზემოქმედების რეგულაციების გამკაცრების მიზანშეწონილობის შესახებ წინადადებებს ელოდება. მაჟორიტარის თქმით, საკითხზე მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა,როგორც შესაბამის უწყებასთან ასევე, ადგილობრივ ხელისუფლებასთან.

„როცა წარმოიქმნა ეს პრობლემა, მაშინვე დავიწყე კომუნიკაციები ,როგორც  გარემოს დაცვის სამინისტროსთან ,  ასევე ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან. გამომდინარე იქიდან, რომ პროცესი გახანგრძლივდა, გადავწყვიტე ,რომ წერილით მიმემართა სამინისტროსთვის,რომ კანონმდებლობის ფარგლებში, შედეგზე ორიენტირებული ქმედებები მაქსიმალურად სწრაფად განახორციელოს, წარმოადგინოს მოსაზრებები და წინადადებები, კანონმდებლობაში გარემოზე ზემოქმედების ,რეგულაციების გამკაცრების მიზანშეწონილობის შესახებ. ანალოგიური გავაგზავნე  გარემოს დაცვის კომიტეტის სახელზე, სადაც ასევე დავაყენე საკითხი,რომ  კომიტეტმა  დაუყონებლივ შეაფასოს სიტუაცია, რაც ჩვენს ქალაქში ხდება და დაუყონებლივ იმსჯელოს გარემოზე ზემოქმედების კუთხით  გამკაცრებასთან დაკავშირებით.”-აღნიშნა გიორგი ბეგაძემ.

მაჟორიტარი დეპუტატის განმარტებით, საწარმოების საქმიანობა ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია,თუმცა ეს ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს.

“ვფიქრობ, ეს ნაბიჯები გამოიღებს შედეგს, არა მხოლოდ რუსთავში, მთელ ქვეყანაში.რუსთავის მაგალითზე, პრობლემის პრევენცია  შესაძლოა ,მოხდეს. ამის საფუძველზე, მნიშვნელოვანია ქვეყნის მდგრადი განვითარება. კარგია ,რომ საწარმოები მუშაობენ, ასაქმებენ ადამიანებს, მაგრამ ერთია ის, რომ ეკონომიკას ადგება მათი საქმიანობა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავაზიანოთ გარემო და ადამიანის ჯანმრთელობა.   პროცესი გუშინ არ დამიწყია და ყოველთვის გრძელდებოდა, გამომდინარე იქიდან ,რომ პრობლემა დღის წესრიგში იყო”-აცხადებს გიორგი ბეგაძე