ეროვნულ ბიბლიოთეკასთან რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლები. დაკავებულებს შორისაა „ევროპული საქართველოს“ ლიდერები გიგი უგულავა და გიორგი კანდელაკი.
“დააკავეს ჩვენი ლიდერები გიგი უგულავა, გიორგი კანდელაკი, ასევე დათო დვალიძე და ორი აქტივისტი”, – განუცხადა ჟურნალისტებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.
ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეები იმყოფებიან. ცოტა ხნის წინ ოპოზიციის ლიდერებმა მოითათბირეს, ბიბლიოთეკასთან მოეწყოთ აქცია, სადაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმყოფება.
ეროვნულ ბიბლიოთეკასთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მისვლას მოჰყვა