ვაზიანი-მარტყოფი-ნორიო-ღვთაების საავტომობილო გზის 5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა და 7 კმ-ზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება-ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტი 2 მონაკვეთად არის დაყოფილი და ჯამში 13 კმ-მდე გზა რეაბილიტირდება.სარეაბილიტაციო მონაკვეთი ,ძლიერ დაზიანებული და ერთ დროს კაპიტალური საფარის მქონე გზა მთლიანად მწყობრიდან იყო გამოსული, რაც გზით მოსარგებლეების გადაადგილებას აფერხებდა. პროექტის ფარგლებში გზის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება.
აღნიშნული გზით, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, სამონასტრო კომპლექსის მომლოცველები სარგებლობენ. მონასტრამდე მისასვლელი გზის გამართულად ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ტურისტული თვალსაზრისითაც.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება ჯამში 7 531 227 ლარია.