ვაჟა სირაძის განცხადებით: “ამ ეტაპისთვის არავის დაკავება არ მომხდარა”

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა. ბრიფინგის ფარგლებში დეპარტამენტის დირექტორმა განაცხადა, რომ ამ ეტაპისთვის არავის დაკავება არ მომხდარა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან აქციაზე დაახლოებით 5 500-მდე მოქალაქე იმყოფებოდა.

„რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, იმყოფებოდა დაახლოებით 5 500 მოქალაქე, ასევე აქცია მიმდინარეობდა რესპუბლიკის მოედანზე, სადაც იმყოფებოდა 1500-მდე მოქალაქე და აჭარაში, კერძოდ, ბათუმში იმყოფებოდა 50-მდე მოქალაქე. შსს განაგრძობს საზოგადოებრივი წესრიგისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის გამოხატვის თავისუფლების დაცვას“, – განაცხადა სირაძემ.

დეპარტამენტის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ სამართალდამცავები აგრძელებენ საზოგადოებრივი წესრიგისა და მართლწესრიგის დაცვას.