მეუფე იოანე წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურებას აღავლენს

მიტროპოლიტი იოანე რუსთავის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში ბოლო ღვთისმსახურებას აღავლენს. მეუფე იოანე პატრიარქის კურთხევით,  კვირის ლოცვას დღეს რუსთავის ეპარქიაში აღავლენს.

ტაძარში დღეს მორწმუნეების სიმრავლე შეინიშნებოდა. ტაძარში იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომამდგენლებიც.

შეგახსენებთ, რუსთაველი მიტროპოლიტი მეუფე იოანე სინოდის გადაწყვეტილებით, ქუთაისის ეპარქიას უხელმძღვანელებს. იგი ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველ მღვდელთმთავრად ​დაინიშნა.

რაც შეეხება რუსთავის ეპარქიას, ეპარქია დროებით მცხეთა-თბილისის ეპარქიას შეუერთდა და მას მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უხელმძღვანელებს.