თბილისის შემოგარენსა და რამდენიმე რეგიონში თოვლი მოვიდა

საქართველოს რამდენიმე რეგიონსა და თბილისის შემოგარენში თოვლი მოვიდა.კოჯორში, ტაბახმელაში, ბეთანიასა და წყნეთში გზის სავალი ნაწილის თოვლისგან გაწმენდითი სამუშაოები და ტექნიკური მარილის დაყრა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

თოვლის გამო ავტომანქანებს გზებზე გადაადგილების პრობლემა არ შექმნიათ.

გარდა თბილისის შემოგარენისა,ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 ნოემბრის ჩათვლით აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი, ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი, დასავლეთ საქართველოში კი დღეიდან ისევ უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ფოტო: 1tv.ge