კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში თვითმფრინავის ჩამოვარდნას 18 ადამიანი ემხვერპლა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. შემთხვევა კონგოს აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ გომაში მოხდა.
მცირე ზომის თვითმფრინავი ადგილობრივ კომპანია Busy Bee-ს ეკუთვნოდა.
თვითმფრინავი კონგოს ქალაქ ბენისკენ მიფრინავდა, რა დროსაც ერთ-ერთ სახლს შეეჯახა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ავიაკატასტროფას თვითმფრინავის თექვსმეტივე მგზავრი და 2 პილოტი ემსხვერპლა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.