თურქეთის პოლიციამ სახლების გაქურდვაში ეჭვმიტანილი საქართველოს რვა მოქალაქე დააკავა. თურქული მედიის ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც ანკარაში პოლიციის დეპარტამენტმა რამდენიმე მისამართზე ერთდროულად ჩაატარა, დაკავებულია საქართველოს რვა მოქალაქე. მათ ბრალი ოთხი სახლის გაქურდვაში ედებათ.
სამართალდამცველებმა მოპარული ხუთი ათასი ლირა და 50 ათასი ლირის ღირებულების საქონელი, მათ შორის მობილურები, სამკაული და სხვა ძვირფასი ნივთები, ასევე ტექნიკა ამოიღეს.
გამოძიების ცნობით, საქართველოს მოქალაქეები გარეგნობას ხშირად იცვლიდნენ და ყალბი პასპორტებით სარგებლობდნენ.
ამჟამად დაკავებულები ციხეში იმყოფებიან. მათ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.