მჯერა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობა მალე აღდგება -ამის შესახებ რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის წევრმა, გრიგორი კარასინმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთ-საქართველოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენაში სერგეი ლავროვიც დარწმუნებულია.
„მეც, ისევე როგორც სერგეი ლავროვს, მჯერა ამის. ეს დღეები არც ისე შორსაა. მე უკვე ვთქვი, რომ გადაჭარბებულ ემოციებს, გაუგებარ უხეშ განცხადებებს ჩიხში შევყავართ, რაც ამ პროცესისთვის საზიანოა. თუ მომავალში მსგავსი სახის ვნებათაღელვას ავიცილებთ, მაშინ ნორმალური, კეთილმეზობლური ურთიერთობები ახალ იმპულსს მიიღებს. ჩვენ ამ საკითხებზე ვმუშაობთ“,- განაცხადა კარასინმა Sputnik-თან ინტერვიუში