კახეთის ალპურ ზონაში ხანძარია

ხანძარია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანასთან, მთის ალპურ ზონაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ბალახს უკიდია და ხანძრის კერები სოფლიდან რამდენიმე ათეული კილომეტრითაა დაშორებული.

Update:

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კახეთში ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“კახეთში, სოფლებთან – ართანასა და ფშაველთან, ალპურ ზონაში შეინიშნება დაკვამლიანების რამდენიმე კერა. ადგილზე უკვე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები. ართანასთან მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. სხვა კერებზე ტარდება მონიტორინგის სამუშაოები და სახანძრო-სამაშველო ჯგუფები საჭირო რეაგირებისთვის მზად არიან.ამ დროისთვის, ხანძრის ტყის მასივზე ან სოფლებზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს.”-ნათვქამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში