კახეთში, ქვემო ბოდბეში, სოფელ მირზაანის გამგებლის შვილი დაჭრეს.31 წლის კობა თარაშვილი ჯერ წნორის საავადმყოფოში, შემდეგ კი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მიიყვანეს.დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დრომდე რეანიმაციაში რჩება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი – 1963 წელს დაბადებული პ.მ. ცხელ კვალზე დააკავეს და დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.