რუსთავი- თბილისის მიმართულებით მოძრავ, კომპანია “ინტერტრანსის” კუთვნილ მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. ფოტოზე,რომელსაც სოციალურ ქსელში მოქალაქე ავრცელებს, ჩანს,რომ ე.წ “აჭარის” გაჩერებასთან მდგომი მიკროავტობუსი იწვის.
tv4 სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოს საპასუხოდ, კომპანიას დაუკავშირდა.
როგორც კომპანია “ინტერტრანსში” აცხადებენ, ცეცხლი მოკლე ჩართვის შედეგად, სადენებს გაუჩნდა.