2019 წლის იანვარ-სექტემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომპიუტერული დანაშაული 82.99%-ით ანუ 605 შემთხვევით არის გაზრდილი.
ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული.
უწყების მონაცემებით, მიმდინარე წლის 1-ელ 9 თვეში კომპიუტერული დანაშაულის 1 334 ფაქტი დაფიქსირდა. აქედან, გაიხსნა 67 შემთხვევა – გახსნის მაჩვენებელი 5.02%-ია.
გასული წლის საანგარიშო პერიოდში კი რეგისტრირებული იყო 729 შემთხვევა, აქედან, გახსნილია 79 საქმე და გახსნის მაჩვენებელი შესაბამისად, 10.84% იყო.
თანამედროვე პერიოდში კიბერდანაშაულის საკმაოდ გავრცელებული შემთხვევებია: ონლაინ თაღლითობა, კომპიუტერულ სისტემასთან უნებართვო წვდომა, კომპიუტერული სისტემისა და მონაცემის უნებართვოდ გამოყენება და ა.შ. კიბერდანაშაულის ერთ-ერთ ხელშემწყობ ფაქტორს კერძო სექტორის დაბალი ცნობიერება წარმოადგენს.