კოსტავას გამზირის საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება(+ფოტო)

კოსტავას საგზაო მონაკვეთის  რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება-ადგილზე მძიმე ტექნიკაა მობილიზებული.

კოსტავას გაგრძელებაზე, ფასადების სარესტავრაციო სამუშაოების პარალელურად, გზის კეთილმოწყობის სამუშაოები იწყება.

როგორც tv4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, კოსტავას დარჩენილ მონაკვეთზე ამ წუთებში კომპანია “რუსთავის წყლის” და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან.

სამუშაოების ფარგლებში, გზებზე ასფალტის საფარი დაიგება.

შიდა ქსელის გამოცვლას კომპანია “რუსთავის წყალი” საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს.

რაც შეეხება სარეაბილიტაციო სამუშაოებს, როგორც ქალაქის მერმა განაცხადა, საგზაო მონაკვეთის პარალელურად გამზირზე არსებული შუა გამყოფი ზოლიც კეთილმოეწყობა. კომლექსური სამუშაოებისთვის  4 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის თანხა დაიხარჯება.