მადლობელი ვარ თანადგომისათვის – ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამებაში წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
პატრიარქმა მრევლს მიმართა და აღნიშნა, რომ მწუხარებამ სრულიად ერი გააერთიანა.
“მე დღეს ქადაგება არ მექნება, შეგონება მექნება. მწუხარებამ გაგვაერთიანა ერთმანეთთან და ღმერთთან. გაუფრთხილდით სამშობლოს და ეკლესიას, ამაშია ძალა ქართველი ერისა. გეძლევათ ლოცვა-კურთხევას, რომ დღეს სახარებიდან წაიკითხოთ ერთი თავი. ეს მოგცემთ თქვენ მადლსა და წყალობას. დალოცვილი იყავით, მადლობელი ვარ თანადგომისათვის. თანადგომა გამოიჩინეს სხვა რელიგიების წარმომადგენლებმა. გაიხარეთ. ჩვენთან არს ღმერთი,” – აღნიშნა დღეს ილია მეორემ.