გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში , 41 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
ოჯახის წევრების ცნობით, გარდაცვლილი რამდენიმე დღის წინ ,მეგობრის სახლში იმყოფებოდა,სადაც ხანძარი გაჩნდა. ოჯახი ვარაუდობს,რომ მამაკაცი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი ცეცხლი კვალის დაფარვის მიზნით გააჩინეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტორში tv4-ს განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 188 მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან გადანგურებას,ცეცხლთან ან მომატებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოქმედებით გულისხმობს,რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.