მესხიშვილის N6-ის მიმდებარედ სათამაშო მოედნის მოწყობის სამუშაოები დაიწყო

 2019 წლის ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები- მესხიშვილის მეორე გასასვლელის, N6-ის მიმდებარედ შემსრულებელმა კომპანიამ სათამაშო მოედნის კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „კაპიტალ +“ ახორციელებს, სახელშეკრულებო ღირებულება 38 702 ლარია.

აღსანიშნავია ,რომ საბავშვო მოედნის კეთილმოწყობისთვის ტენდერი წლის დასაწყისშიც გამოცხადდა, თუმცა იმის გამო, რომ გამარჯვებულმა კომპანიამ  ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, ტენდერი ხელახლა გამოცხადდა.

ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფორმაციით,  სამუშაოები 15 დეკემბრამდე დასრულდება.