მეჩვიდმეტე მიკრორაიონის მე-18 კორპუსში სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო მობილიზებული. tv4-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ბუნებრივი აირის სუნი შეინიშნებოდა. ოჯახის ვარაუდით ბინაში ბუნებრივმა აირმა გაჟონა.
ადგილზე საპატრულო პოლიცია და “სოკარ ჯორჯია გაზის” წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
როგორც tv4-ს კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზში” განუცხადეს, დაზიანებული იყო გაზქურაში შემავალი მილი,რის გამოც ბუნებრივი აირი ჟონავდა. ამ დროისთვის მისამართზე პრობლემა აღმოფხვრილია.