მე-5 vs  მე-20- სკოლებს შორის ფინალური შეხვედრა მინი ფეხბურთში გაიმართა

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, მინი ფეხბურთში ფინალური შეხვედრა გაიმართა. ფინალურ შეჯიბრში რუსთავის მე-5 და მე-20 სკოლებმა იასპარეზეს.

გამარჯვებული გუნდი საქართველოს პირველობაზე მიიღებს მონაწილეობას.

რუსთავის მასშტაბით მინი ფეხბურთში 28 სკოლა მონაწილეობდა. მათ შორის საჯარო და კერძო სკოლების გუნდები. სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში 70 თამაში ჩატარდა. თამაშები უკვე მეორე კვირაა მიმდინარეობს და გამარჯვებულ გუნდს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცემა.