გიორგი გახარიას განმარტებით, მიხეილ ბატიაშვილმა გადადგომის თხოვნით მას თავად მიმართა.
“მიხეილ ბატიაშვილის თხოვნაა, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვოს თანამდებობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენ ბატონ მიხეილს მადლობა უნდა გადავუხადოთ გაწეული შრომისთვის, იმ სისტემური და უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყებისთვის, რასაც ჰქვია განათლების სისტემის სისტემური რეფორმა და რა თქმა უნდა, იმ მიღწევებისთვის, რომელიც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა როგორც სპორტში, ასევე კულტურის მიმართულებით”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა სამ მიმართულებას, მათ შორის განათლებას, რომელიც ქვეყნის უმთავრესი პრობლემაა, მეტ ყურადღებას დაუთმობს.
„ჩვენი ქვეყნის უაღრესად მნიშვნელოვანი პრობლემები გახლავთ სამუშაო ადგილები, განათლება და უსაფრთხოება. ამ სამ მიმართულებას ჩვენ კიდევ უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობთ და განსაკუთრებით განათლების სისტემური რეფორმა, რომელიც მოითხოვს სწრაფ და ეფექტიან განვითარებას და დარწმუნებული ვარ, კოლეგები, გუნდი, რომელიც განათლების სამინისტროს დღეს ხელმძღვანელობს, გააგრძელებს ამ მიმართულებით ეფექტიან შრომას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.