მოზამბიკში რუს სამხედროებს თავები მოაჭრეს

მოზამბიკში  ბოევიკებმა 7 რუსი დაქირავებული მებრძოლი მოკლეს, რომელთაგან 4 მათგანს თავი მოაჭრეს.-ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსი სამხედროები, ვაგნერის სამხედრო დანაყოფის სახელით  აფრიკაში იბრძოდნენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ISIS-ის ბოევიკებმა ბარიკადები იმ გზაზე აღმართეს, სადაც კოლონა გადაადგილდებოდა, რომლის შემდეგაც მათი მიმართულებით მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან  და ყუმბარმტყორცნებიდან გაისროლეს.

მოზამბიკის მედიასაშუალებების ინფორმაციით, აღნიშნულ თავდასხმას რუს მებრძოლებთან ერთად მოზამბიკის არმიის 20 წევრიც შეეწირა.