მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან აქცია გამართეს

მოძრაობა “შეცვალეს” წევრები რუსთაველის გამზირიდან “ქართული ოცნების” ოფისისაკენ დაიძრნენ და აქცია იქ გამართეს. ბიძინა ივანიშვილის დაპირების არშესრულების გასაპროტესტებლად მმართველი პარტიის შენობასთან აქციის წევრები სკანდირებდნენ შემდეგს: “წადი”, “სისტემა უნდა დაინგრეს”.

პროტესტის ნიშნად მონაწილეებმა “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან ასფალტზე წარწერის გაკეთება დაიწყეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, მოძრაობა “შეცვალეს” წევრებმა ეზოში წარწერა მაინც დატოვეს.

„შეცვალეს“ წევრები ისევ რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ და პარლამენტის წინ აქციას შეუერთდებიან. “ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცველები ამ დრომდე რჩებიან.