მსხვილფეხა პირუტყვის გადარეკვისას შეზღუდვები დაწესდა

რუსთავის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, მსხვილფეხა პირუტყვის გადარეკვისას შეზღუდვები დაწესდა.  კერძოდ,  განისაზღვრა ტერიტორიები , სადაც პირუტყვის გადარეკვა იქნება შესაძლებელი. დადგინდა  შესაბამისი დროც .

მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი წესების  თანახმად, მეპატრონეებს პირუტყვის გადარეკვა მხოლოდ დილის 00:08 საათიდან 10:00 საათამდე, ხოლო საღამოს 17:00 საათიდან 19:00 საათამდე შეუძლიათ.

რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ფაქტების მონიტორინგი ხდება. დარღვევის დადასტურების შემთხვევაში კი მეპატრონის მიმართ საჯარიმო სანქციები ამოქმედდება.

შეგახსნებთ, რომ ქალაქის სკვერებსა და პარკებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის უმეთვალყურეოდ ან მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა აკრძალულია.

ტერიტორიების ჩამონათვალი,სადაც   პირუტყვის გადარეკვა იქნება შესაძლებელი ასე გამოიყურება:

№ ქუჩების სია

1 სანაპიროს ქუჩა
2 ა. პუშკინის ქუჩა
3 თ. ერისთავის ქუჩა
4 დ. ჭონქაძის ქუჩა
5 გ.ორბელიანის ქუჩა
6 გ. ტაბიძის ქუჩა
7 ა. წულუკიძის
8 ა. წულუკიძის ქუჩის პირველი შესახვევი
9 ი. ტურგენევის ქუჩა
10 ი. ტურგენევის ქუჩის შესახვევი
11 კ. ლესელიძის ქუჩა
12 კ. ლესელიძის ქუჩის პირველი გასასვლელი
13 კ. ლესელიძის ქუჩის მეორე გასასვლელი
14 გ. ქუჩიშვილის ქუჩა
15 გ. ქუჩიშვილის ქუჩის შესახვევი
16 არაგვისპირელის ქუჩა
17 ც. დადიანის ქუჩა
18 ბესიკის ქუჩა
19 თავგორაშვილის ქუჩა
20 ნ. ლომოურის პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე გასასვლელები
21 პ. მელიქიშვილის პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე გასასვლელები
22 ჰ. გონაშვილის ქუჩა
23 გ. დოლიძის ქუჩა
24 გ. დოლიძის პირველი, მეორე გასასვლელი
25 ა. ყაზბეგის ქუჩა
26 იალღუჯის ქუჩა
27 ვახუშტის ქუჩა
28 გორის ქუჩა
29 შ. ნიშნიანიძის ქუჩა
30 ნ. ბარათაშვილის ქუჩა
31 კონსტიტუციის ქუჩა
32 წმ. ნინოს ქუჩა
33 ა. წერეთლის ქუჩა
34 ბოსტან-ქალაქის ქუჩა 35 მშენებელთა ქუჩა
36 კომუნალების ქუჩა
37 გ. ჯავახიშვილის ქუჩა
38 ნ.ნეკრასოვის ქუჩა
39 ლ. ტოლსტოის ქუჩა
40 მცხეთის ქუჩა
41 კახეთის ქუჩა
42 გ. რჩეულიშვილის ქუჩა
43 სამგორის ქუჩა