„მუზეუმი რუსთავის ისტორიის კვალდაკვალ“-საგანმანათლებლო პროგრამა რუსთავის მუზეუმში

 რუსთავის ისტორიულ მუზეუმში საგანმანათლებლო პროგრამის „მუზეუმი რუსთავის ისტორიის კვალდაკვალ“ კონკურსის პირველი ტური მიმდინარეობს . კონკურსში რუსთავის საჯარო და კერძო სკოლების მე-4 კლასელები მონაწილეობენ.

დღევანდელი აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებმა თემატური ფაზლები ააწყვეს და მუზეუმის თანამშრომლებისგან სამუზეუმო ექსპონატების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. 

პროგრამის ფარგლებში , მოსწავლეებმა მუზეუმი დაათვალიერეს.

კონკურსის დასრულების შემდეგ  გამარჯვებულ მოსწავლეებს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცემათ.

როგორც რუსთავის მუზეუმში აცხადებენ, პროგრამის პირველი ტური 25 დეკემბრამდე გაგრძელდება . მეორე ტური გაზაფხულზე გაიმართება.