“ნაციონალური მოძრაობა” დღევანდელ საკრებულოს სხდომას ბოიკოტს უცხადებს

“ნაციონალური მოძრაობა” დღევანდელ საკრებულოს სხდომას არ დაესწრება. როგორც რუსთავის საკრებულოს წევრებმა “ნაციონალური მოძრაობიდან” tv4-ს განუცხადეს, ისინი  ბოიკოტს უცხადებენ დღევანდელ სხდომას და  მიმდინარე აქციებზე პარტიის წარმომადგენლებისდა მხარდამჭერების  დაკავებას აპროტესტებენ.

როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნანა შატბერაშვილმა განმარტა, “ნაციონალური მოძრაობის” წევრების დაკავება უკანონოა და მათი გათავისუფლება დაუყონებლივ უნდა მოხდეს.