ბუქარესტში , ჭადრაკში 65 წელს ზემოთ ასაკის მოჭადრაკე ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა- ლეგენდარულმა ნონა გაფრინდაშვილმა პირველი ადგილი მოიპოვა.
1962-1978 წლების მსოფლიო ჩემპიონმა, კვლავინდებურად შესანიშნავად იასპარეზა, 11 შესაძლებლობიდან 8,5 ქულა დააგროვა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა.
ნონა გაფრინდაშვილი ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს მეშვიდედ დაეუფლა.