ოკუპირებულ ახალგორში შვიდი მეტრის სიღრმის ჭაში 60 წლამდე ასაკის ქალი ჩავარდა.გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია.
ახლობლები დაშავებულის თბილისში გადაყვანას ითხოვენ, თუმცა დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები პაციენტის ცხინვალის საავადმყოფოში გადაყვანას გეგმავენ.
ქალის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანასთან დაკავშირებით, ცხელი ხაზი ამოქმედდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს.
„გააქტიურებულია ცხელი ხაზი მოქალაქის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის მოთხოვნით“,-აცხადებენ სუს-ში.