ოპოზიციამ მთავრობის ადმინისტრაციის შენობის ჭიშკარს რამდენიმე ბოქლომი დაადო

ოპოზიციის წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობის ჭიშკარს რამდენიმე ბოქლომი დაადეს.

სამართალდამცველები ოპოზიციას მოუწოდებდნენ, რომ ბოქლომი დაედოთ ჭიშკრის იმ ნაწილზე, რომელიც არ იღებოდა, რასაც მცირე დაპირისპირება მოჰყვა.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ „მონებო“.

სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან რამდენჯერმე გამოიყვანეს აქციის მონაწილეები, თუმცა აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დღეს ისინი მაინც მოახდენენ ადმინისტაციის შენობის პიკეტირებას.