პანკისში გვარებს შორის სისხლიან გარჩევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სისხლიან გარჩევა პანკისის ხეობაში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა . ერთმანეთს რამდენიმე გვარის, მუთოშვილების, ხანგოშვილებისა და ქავთარაშვილების გვარების წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. 

ადგილობრივების ინფორმაციით, გვარებს ერთმანეთთან ძველი მტრობა ჰქონდათ და მათი შერიგება ადგილობრივი ადათ- წესების მიხედვითაც ვერ მოხერხდა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა მიზნით შეიკრიბნენ დღეს გვარების წარმომადგენელი ახალგაზრდები, რომლებმაც  ერთმანეთი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი და დაჭრილია ოთხი ახალგაზრდა.

გარდაცვლილი მუთოშვილების გვარის წარმომადგენელია.

ამ წუთებში ადგილზე იმყოფება პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები, რომლებიც მომხდარის მიზეზებს არკვევენ.

წყარო: პრაიმტაიმი