რუსთავში ცნობილი პატარა ბიჭუნას მეგობარი გოგონას სკულპტურა ამ წუთებში იდგმება. სკულპტურას , ბიჭუნას მოპირდაპირე მხარეს, “რუსთავსერვისცენტრის” თანამშრომლები დგამენ.
ახალი ქანდაკების ავტორი, კვლავ მოქანდაკე მანუჩარ ოქროსცვარიძეა.
სახელოვნებო ,სპორტისა და ახალაგაზრდობის ცენტრის ხელმძღვანელის, გეგი ლიპარტელიანის ინფორმაციით, გოგონას სკულპტურა გზის მოპირდაპირე მხარეს განთავსდება. ქალაქში უკვე ცნობილი ჩაფხუტიანი ბიჭუნას მეგობრის ინიციატივა,სწორედ ცენტრს ეკუთვნის.
მოქანდაკე ახალ სკულპტურაზე დაახლოებით, თვე-ნახევრის განმავლობაში მუშაობდა.
რაც შეეხება ბიჭუნას, ის რამდენიმე დღით შეკეთების მიზნით მოიხსნება და უახლოეს დროში საკუთარ ადგილს დაუბრუნდება.
გოგონას სკულპტურა ასე გამოიყურება: