პატრიარქმა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან პეტრე ცაავას გათავისუფლებისა და მონასტერში განმწესების ბრძანება გამოსცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან პეტრე ცაავას გათავისუფლების ბრძანება ოფიციალურად გამოსცა.

ამავე ბრძანების მიხედვით, ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად წალკის ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია) დაინიშნა.

„31 ოქტომბრის წმინდა სინოდის განჩინებით, მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) გათავისუფლდა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან, წმინდა სინოდის წევრობიდან და განმწესდა მონასტერში. მონასტრის ადგილად განესაზღვროს შიომღვიმე.

31 ოქტომბრის წმინდა სინოდის განჩინებით, ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად დადგინდა წალკის ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია)“, – აღნიშნულია პატრიარქის ბრძანებაში.