“ვწუხვარ, რომ პატრიარქის დევნა ეკლესიის წიაღში დაიწყო”,- ასე აფასებს “ტვ4-თან” საუბრის დროს რუსთველი მიტროპოლიტ იოანე წმინდა სინოდის სხდომაზე განვითარებულ მოვლენებს.ის ადასტურებს, რომ მღვდელმთავრობიდან გადაყენებულ პეტრე ცაავას სინოდის სხდომაზე მცდელობა ჰქონდა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ფიზიკურად დაპირისპირებოდა.
მიტროპოლიტი “ტვ4-თან” საუბარის დროს ამბობს, რომ ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან გადაყენებულ პეტრე ცაავას პირადი უკმაყოფილება ჰქონდა ილია მეორესთან.მისი განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ პეტრე ცაავას მიერ წაყენებული ბრალდებები ე.წ. გარე ძალების მიერ იყოს პროვოცირებული. რა ძალებზე საუბროს მიტროპოლიტი და როგორ აფასებს განვითარებულ მოვლენებს დეტალები იხილეთ ვიდეოში.