საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით: გამოკითხულთა 57 პროცენტის კეთილგანწყობით „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე სარგებლობს, მეორე ადგილს თბილისის მერი, კახა კალაძე იკავებს – 49 პროცენტით, მესამეზე კი „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილია – 47 პროცენტით.
მიმდინარე კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა პასუხების მიხედვით: “ქართულ ოცნებას” ხმას 23% მისცემდა, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობა – გაერთიანებულ ოპოზიციას“ – 15%, ევროპულ საქართველოს“ – 5%, გამოკითხულთა შორის „ლეიბორისტულ პარტიას“ ხმას, ასევე, 5% მისცემდა, „პატრიოტთა ალიანსს“ კი – 4%. გამოკითხულთა 32-მა პროცენტმა უპასუხა, რომ არ იცის, ან არ სურს პასუხის გაცემა.
ამავე კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 78 პროცენტს, რომელსაც სმენია სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ, ემხრობა აღნიშნულ ცვლილებას.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, ინსტიტუტების რეიტინგში გამოკითხულთა 86 პროცენტის კეთილგანწყობით ჯარი ლიდერობს, შემდეგი არის ეკლესია – 85 პროცენტით. მესამე ადგილს მედია იკავებს – გამოკითხულთა 72 პროცენტს ქართული მედიის მუშაობა მოსწონს. კვლევის თანახმად, ასევე, გამოკითხულთა 59% პოლიციის მუშაობა მოსწონს.
კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მცხოვრებმა. კვლევის ცდომილება პლუს-მინუს 2.5 პროცენტს არ აღემატება.