პოლიცია ყვარლის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებულ არასრულწლოვან გოგონას ეძებს.
არასრულწლოვანი გოგონა სოფელ შილდიდანაა და ის ბოლოს თანაკლასელებმა სკოლაში ნახეს.
მათი ინფორმაციით, გოგონამ მე-5 გაკვეთილიდან საკუთარი ნივთები აიღო და წავიდა. 15 წლის გოგონა ბოლოს ისანი-სამგორის ტერიტორიაზე დააფიქსირეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებას ისანი-სამგორის პოლიცია აწარმოებს. მოკვლევა 143-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.