პროექტის “გამოხატე” ფარგლებში რუსთავში ახალი კომპოზიცია გამოჩნდა

სახელოვნებო,სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის პროექტის “გამოხატე” ფარგლებში, რუსთავის შენობებზე ახალი ნახატები გამოჩნდა. პროექტის ფარგლებში მოიხატა რუსთავის ჯუმბერ ყოლბაიას სახელობის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ერთ-ერთი კედელი.

შეგახსენებთ, პროექტი რუსთავში გერმანელი მხატვრების ჩართულობით , უსასყიდლოდ ხორციელდება. რუსთავის მერია მხატვრებს ინფრასტრუქტურულად უზრუნველყოფს.