პროექტი „ფერმერული მეურნეობების მხარდამჭერი ინიციატივა“

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია პროექტს “ფერმერული მეურნეობების მხარდამჭერი ინიციატივა” ახორციელებს,რომლის ფარგლებშიც შეხევდრები ადგილობრივ ფერმერებთან იმართება.

როგორც საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინფორმაციაშია აღნიშნული, ფერმერული მეურნეობების მხარდამჭერი ინიციატივა 3-წლიანი პროექტია (2018-2021), რომელიც ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერაა დაფინანსებული და ასოციაცია ახორციელებს.

პროექტის სამიზნე რეგიონებია:

• სამცხე-ჯავახეთი
• ქვემო ქართლი
• კახეთი
• მცხეთა-მთიანეთი

პროექტის ფარგლებში შემდეგი მიმართულებები დაფინანსდება :
მეფრინველეობა, მესაქონლეობა, სასათბურე მეურნეობა და აგრო ტურიზმი.პრიორიტეტია ახალგაზრდების, ქალების და ეთნიკური უმცირესობების ჩართულობა.

პროექტში მონაწილე ფერმერული მეურნეობებისათვის გათვალისწინებულია ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა (კონსულტაციებისა და ტრენინგების სახით).

ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, აქტიური შეხვედრები მიმდინარეობს პროექტის სამიზნე რეგიონებში.

რეგიონულ შეხვედრებზე, სამიზნე ჯგუფს მიეწოდა ინფორმაცია ბიზნეს იდეების კონკურსისა და შერჩევის ძირითადი კრიტერიუმების შესახებ.

ბიზნეს იდეების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 30 ნოემბერია.

დაინტერესებულ პირებს, განაცხადის ფორმა შეუძლიათ იხილონ ვებ გვერდზე : www.gfa.org.ge (პროექტები => მიმდინარე პროექტები => ფერმერული მეურნეობების მხარდამჭერი ინიციატივა).

ცნობითვის,განიხილება მხოლოდ ელექტრონულად შევსებული და ხელმოწერილი განაცხადები.

დაინტერესებულმა პირმა, შევსებული, ხელმოწერილი და დასკანერებული განაცხადის ფორმა (PDF ფორმატით) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე უნდა გაგზავნონ: fsi@gfa.org.ge;

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ცხელ ხაზს: 0322 193 003

მისამართი : აკაკი ხორავას ქ. 4, 0179, თბილისი; საქართველო