სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ინფორმირება საგანმანათლებლო სერვისებზე,რომლებსაც პროფესიული განათლების სისტემა მოქალაქეებს სთავაზობს- განათლების სამინისტრომ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით , რეგიონებში ერთთვიანი კამპანია დაიწყო.
პროექტის „სამხრეთ კავკასიის კერძო სექტორის განვითარებისა და ტექნიკური პროფესიული განათლების და ტრენინგის პროგრამის” ფარგლებში ,რუსთავის პროფესიული განათლების ცენტრში ქართველმა ვეტერანმა მორაგბეებმა ლექსო გუგავამ და ნოდარ ანდღულაძემ რუსთაველ ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. რუსთავის რვა სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. ქალაქის საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საინფორმაციო შეხვედრას 70-მდე მოსწავლე ესწრებოდა.
როგორც ცნობილია, პროექტის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრები 10 სხვადასხვა ქალაქში არსებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში გაიმართება.
ორგანიზატორების განმარტებით ,პოპულარულ სპორტსმენებთან შეხვედრა, წარმატებული ისტორიების გაზიარება და პროფესიონალიზმის მნიშვნელობის ხაზგასმა ახალგაზრდებისთვის, რომლებიც საკუთარ მომავალს ახლა გეგმავენ, სტიმულის საფუძელი იქნება.
შეხვედრის ფარგლებში, მოსწავლეებმა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად “მოდუსის” აუდიტორიები დაათვალიერეს.
სპორტსმენები ახალგაზრდებთან ერთად ,პედაგოგების დახმარებით სხვდასხვა პროფესიას გაეცნენ.