როგორი იქნება კოსტავას გამზირი ?! (+ფოტო)

კოსტავას გამზირზე, საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეკონსტრუქციის პარალელურად, გზის სავალი ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

პირველ ეტაპზე, ტერიტორიაზე, მიწისქვეშა კომუნიკაციები – სანიაღვრე და წყალსადენის სისტემები შეიცვლება.
პროექტის ფარგლებში, გზის ორივე მხარეს დაიგება ასფალტის საფარი, მოპირკეთდება ტროტუარები, მოეწყობა ველობილიკები და დამონტაჟდება გარე განათების თანამდროვე სისტემა.

პროექტით გათვალისწინებულია შუა გამყოფი ზოლის გამწვანება, რომელიც სამუშაოების დასრულების შემდეგ, რეკრეაციული სივრცის სახეს მიიღებს.

კოსტავას გამზირზე რეაბილიტაციის პროცესს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე გაეცნენ და სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრნენ.

პროექტის დასრულების შემდეგ, კოსტავას გამზირი მთლიანად იქნება რეაბილიტირებული. სამუშაოებისთვის 3 მლნ 700 000 ლარი დაიხარჯება.